3D პრინტერზე ბეჭვდის დასაწყებად საჭიროა:
- შეიქმნას დასაბეჭდი ნაკეთობის ვირტუალური 3D მოდელი
- სპეციალური პროგრამების გამოყენებით 3D მოდელის გადამუშავება - მომზადება ბეჭდვისათვის, მართვის პროგრამის შექმნა
- მართვის პროგრამის მიხედვით პრინტერი მუშაობას იწყებს სამუშაო მაგიდაზე საფუძველის შექმნით, რომელზეც შემდგომ მოხდება დეტალის დაშენება-დაბეჭდვა. დეტალის ბეჭდვა ხდება გამდნარი მასალის ფენების ერთმანეთზე თანმიმდევრული დაშენებით შემდგომში მისი გაგრილებით და გამყარებით.
3D პრინტერის გამოყენების სფეროები:
აღნიშნულმა ტექნოლოგიამ განსაკუთრებული პოპულარობა და ფართო გავრცელება ჰპოვა შენდეგ სფეროებში:
- არქიტექტურა- მაკეტების დამზადება
- მრეწველობა და მანქანათმშენებლობა- პროტოტიპების და კონცეპტუალური ნაკეთობების დამზადება.
- მედიცინა - პროტეზების დამზადება. სასწავლო პროცესისთვის სხვადასხვა ორგანოების სადემონსტრაციო მოდელების დამზადება
- თეატრი და კინოხელოვნება - დეკორაციები მაკეტები და ა.შ
- გართობა - ნებისმიერი სხვადასხვა ტიპის დანიშნულების ფორმის ზომის სათამაშოების სუვენირების საჩუქრების და ასევე პრაქტიკული დანიშნულების ნივთების დამზადება.