მოკლე განსაზღვრებით ფოტოგრამომეტრია არის სხვადასხვა კუთხით გადაღებული ფოტოებით სამგანზომილებიანი ციფრული მოდელის შექმნის პროცესი. რისთვისაც გამოიყენება სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა და მიღებული ციფრული ობიექტი დამატებით მუშავდება.

გთავაზობთ არსებული ობიექტის ფერადი ციფრული 3D მოდელების შექმნას, ამისთვის შესაძლებელია გამოვიყენოთ თქვენი გადაღებული ფოტოებიც. მეთოდი არ გამოირჩევა დიდი სიზუსტით თუმცა საკმარისია არსის გადმოსაცემად.